The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარჯორი უორდროპი

მარჯორი უორდროპი
Date of birth:11 November, 1869
Date of death:7 December, 1909  (at 40 years)
Category:Translator

Biography

ინგლისელი მთარგმნელი ქალი, ქართული კულტურისა და მწერლობის პოპულარიზატორი; დამოუკიდებლად შეისწავლა ქართული ენა, მრავალი ნაწარმოები თარგმნა ქართულიდან ინგლისურად; საქართველოს ისტორიითა და ქართული მწერლობით უცხოელ მწერალთა და მეცნიერთა დაინტერესების საქმეში უდიდესი როლი ითამაშა ვეფხისტყაოსნის მისეულმა სრულმა პროზაულმა თარგმანმა (გამოაქვეყნა მისმა ძმამ ჯ. ო. უორდროპმა ლონდონში, უორდროპის სიკვდილის შემდეგ, 1912), რითაც მკითხველი საზოგადოება პირველად გაეცნო რუსთაველის პოემას ინგლისურ ენაზე; ორჯერ იყო თბილისში; იმოგზაურა საქართველოში (1894-1995წწ., 1896), გაეცნო ქართველი ხალხის ცხოვრებას, დაუახლოვდა იმ დროის გამოჩენილ მოღვაწეებს, მეგობრობდა ი. ჭავჭავაძესთან; საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერა "საქართველოში მოგზაურობის ჩანაწერები", რომელშიც გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებები ჩვენს დედაქალაქზე; აღწერა თბილისის ღირსშესანიშნაობები; გარდაცვალების შემდეგ ჯ. ო. უორდროპმა ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში დააარსა უორდროპის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.862

Bibliography


Share: