შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია ფალავანდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1945 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ლ. გრიგოლია; 1948-1950წწ. მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; ავტორია ძველი თბილისისადმი მიძღვნილი სერიებისა (1964-2001) და თბილისელთა პორტრეტებისა: რ. სტურუა (1964), მ. პიპინაშვილი, მ. კობახიძე (ორივე 1966), ქ. მაღალაშვილი, ს. კლდიაშვილი (ორივე 1968), ქ. ორახელაშვილი (1972), ე. ახვლედიანი (1982), ნ. რამიშვილი (1985), რ. ბერიძე (1979) და სხვა; გააფორმა დ. ჯავრიშვილის წიგნი "ქართული ხალხური ცეკვები" (1958); შექმნა დიდი კომპოზიცია "დაღუპულ გმირთა მოსაგონარი" (1988, მხატვრის კუთვნილება); ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.864 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |