Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლავროსი კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში, ხოლო მოგვიანებით 1930-1933 წლებში მოსკოვში წითელი პროფესურის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში. ლავროსი კალანდაძე ადრე შეუდგა შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლიტერატურის სამსახურს შეალია. იყო მწერლობის ისტორიკოსიც, კრიტიკოსიც და თეორეტიკოსიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები კ. ლორთქიფანიძის, ა. აბაშელის, გ. ქუჩიშვილის, ს. ჩიქოვანის, გ. ტაბიძის, ა. მირცხულავას და სხვათა შემოქმედებაზე. მისი ნარკვევი ნ. ბარათაშვილის შესახებ გამოიცა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 327 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |