Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაგრატ ზუმბულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი 1935 წელს. 1937 წელს დაინიშნა მძიმე ბომბდამშენთა რაზმის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მეთაურობდა მძიმე ბომბდამშენთა საავიაციო პოლკს. იბრძოდა უკრაინის IV, ბალტიისპირეთის I, ბელორუსიის III და სხვა ფრონტებზე. 1944 წლის 29 ივნისს ზემლანდის (გერმანია) ნახევარკუნძულისთვის ბრძოლაში პოლკის ხელმძღვანელობისა და მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მსახურობდა სამოქალაქო ავიაციაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა კავშირის გმირი (2 ივლისი 1945), პოლკოვნიკი (1946). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.400 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |