The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ზურაბიშვილი

ვალერიან ზურაბიშვილი
Date of birth:25 October, 1917
Date of death:29 December, 2006  (at 89 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს.

1947–1986 წლებში მუშაობდა სსრკ-ის სახელმწიფო კონტროლის სამინისტრო სისტემაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1961–1986), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში (1986–1991), ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტში (1991–1994). 1994–2003 წლებში იყო ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის განყიფილების გამგე, 2004–2006 წლებში ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი კვლევის საგანი იყო ფინანსების და სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის საკითხები. აღსანიშნავია ვალერიან ზურაბიშვილის ღვაწლი ეკონომიკური და საფინანსო-საკრედიტო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.56;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 45

Member of Organizations

  • თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო , დეპუტატი (1977-1987)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტთა აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 1967 - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ეკონომისტი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • "წითელი ვარსკვლავის" ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

Bibliography


Share: