შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ტყაბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1926 წლიდან (გარდა 1951-1952 სეზონისა, როცა მიწვეული იყო ქუთაისის თეატრში) სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ჭიათურის თეატრის სცენაზე. იყო მაღალი სცენური კულტურისა და მდიდარი აქტიორული ბუნების მსახიობი, გამოირჩეოდა გარდასახვის დიდი უნარით, სიმართლითა და უშუალობით ქმნიდა მრავალფეროვან სახეებს. როლები: კოწია (დადიანის "გუშინდელნი"), სულეიმანი (სუმბათაშვილის "ღალატი"), მენგო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), შმაგა (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), მწერალი (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), სანდრო (ჩიჯავაძის "თხუნელა"), მეფე ერეკლე (კანდელაკის "მაია წყნეთელი") და სხვა. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია: გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა", კ. სიმონოვის "უცხო აჩრდილი", ვსევოლოდსკისა და რუდნევის "მკაცრი დღეები" და სხვა. კინოში იღებდნენ 1955 წლიდან. როლები: ბაბუა ("ჩვენი ეზო", 1956), საჩინო ("საბუდარელი ჭაბუკი", 1957), ბაბილო ("მე ვხედავ მზეს", 1965), ირაკლი ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი", 1959) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.83; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |