Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჯი ზურებიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. სსრკ-ში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე (ლეხზირი-ულუყარა) და დიდ (წურუნგალა–აილამა–შხარა) ტრავერსებში (1940), ი. მარის ხელმძღვანელობით უშბაზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–1947), ტრავერსში შხელდაზე (1949). იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა–უშბა). იგი აქტიურად მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და შედიოდა განსაკუთრებული დანიშნულების რაზმში, რისთვისაც დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრ კავშირის და საქართველოს სპორტული კომიტეტის საპატიო სიგელებით, აგრეთვე მედლებით: "მამაცობისათვის" და "კავკასიის დაცვისათვის". ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი, სვანეთის სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.404; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.181 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |