The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჩარექიშვილი

თამარ ჩარექიშვილი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 1996  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. არმავირი, სომხეთი.

იყო ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პირველი გამოშვება; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს.

1932–1933წწ. იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ფორტეპიანო); 1932–1937წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, ი. ს. აისბერგის ასისტენტი, 1937–1938წწ. ს. ე. ფაინბერგის ასისტენტი; 1937 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 1938–1939წწ. თბილისის N5 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ფორტეპიანო); 1941–1979წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1947 წლიდან დოცენტი, 1964 წლიდან პროფესორი, 1959–1965წწ. საფორტეპიანო კათედრის გამგე; მოწაფეები: მ. ალთუნაშვილი, ჯ. ბალანჩივაძე, თ. კობახიძე (დირიჟორი); მეთოდური შრომები დაცულია კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში; მუსიკისმცოდნე ლადო დონაძის მეუღლე; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 529

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: