Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტყეშელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ენერგეტიკული ინსტიტუტი 1932 წელს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1932-1938წწ. მუშაობდა ელექტროტექნიკური პროფილის სხვადასხვა დაწესებულებებში. 1939 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1948 წლიდან - დოცენტი; 1967 წლიდან - პროფესორი. 1958-1962წწ. ახლად შექმნილი ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 1963 წლიდან - ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის გამგე. მართვის მეცნიერებების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რიგ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რომლებიც საქართველოს წამყვან საწარმოებში ეფექტური ავტომატური სისტემების დანერგვას ემსახურებოდა. მისი ძირითადი შრომები ეხება არასიმეტრიული მრავალფაზა ელექტრული წრედების რეჟიმების თეორიულ საკითხებს. 1960-იან წლებში დაწერილ მის სახელმძღვანელოს "კიბერნეტიკის თეორიული საფუძვლები" დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. საბჭოთა მეცნიერი ელექტროტექნიკისა და ავტომატიკის დარგში, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1966), პროფესორი (1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.86; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.319 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |