The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხაილ უნგროვლახელი

Legal name:მიხაი იშტვანოვიჩი
Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Humanitarian

Biography

XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის I მეოთხედის გამოჩენილი მესტამბე, ქართული ეროვნული სტამბის ერთ-ერთი მოამაგე. თბილისში სტამბის მოსაწყობად ვახტანგ VI-მ 1707 წელს ვლახეთიდან (ახლანდელი რუმინეთი) მოიწვია "ერთი სტამბის ხელოვანი", ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი მ. იშტანოვიჩი (ქართული წყაროებით, მიხაი სტეფანესშვილი, იგივე უნგროვლახელი); ვახტანგ VI-ის ხელშეწყობით, აგრეთვე ადგილობრივი ოსტატების მონაწილეობით 1708-1709წწ. გამართა ქართული სტამბა და 1709 წელს ნუსხური და მხედრული შრიფტით დაბეჭდა პირველი წიგნები: "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო", "კონდაკი", "ჟამნი", წინასწარმეტყველთა წიგნები და სხვა; გამოცემათა მაღალმხატვრული დონე განაპირობა ქართული ხელნაწერი წიგნის მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ; 1712 წელს თბილისიდან მოსკოვში წავიდა, იქიდან კი - ჰოლანდიაში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.861;http://ka.wikipedia.org/wiki/მიხაი_იშტვანოვიჩი


Share: