The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ზუხბაია

ვალერიან ზუხბაია
Date of birth:9 April, 1914
Date of death:27 May, 2011  (at 97 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს.

1946–1951 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ასსრ-ის საწარმოო ძალთა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1951 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, გეოგრაფიის კათედრის გამგე), 1954–1959 წლებში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1959–1993 წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, 1993–2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში (წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (პროფესორი). ვალერიან ზუხბაია არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა (მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მოკლე კურსი; ზოგადი გეოლოგიის პრაქტიკუმი; ზოგადი გეოლოგია; მხარეთმცოდნეობა). მან გამოიკვლია და დაადგინა 4000-მდე აფხაზური ტოპონიმი, შეისწავლა ქვის კულტურის ისტორია საქართველოში, ძვირფასი ქვები "ვეფხისტყაოსანში" და სხვ. პროფესორი (1992).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზეთის ბარიტიანი რაიონის გეოლოგია და პეტროგრაფია", დაიცვა 1953 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.407; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.129-130

Member of Organizations

  • აფხაზეთის რეგიონული მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1995-)

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1992 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მუშაკი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის მედალი

Bibliography


Share: