შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ უბილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალე, წალენჯიხის რაიონი. 1936-1941წწ. სწავლობდა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1941-1942წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე. ლექსებს ბეჭდავდა 1934 წლიდან. პირველი ლექსი გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოაქვეყნა. დაიღუპა დიდ სამამულო ომში. 1955 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პოეტური კრებული "ღელვას ბობოქარს". ამას მოჰყვა "ბალადა დაკარგული ჯარისკაცისა" (1959, ლექსები, პოემა), "მამის კერასთან" (1967, ლექსები და წერილები ფრონტიდან). 1969 წელს ცალკე წიგნად გამოიცა პოემა "ტობავარჩხილი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.96; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.300 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |