Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ თაბუკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღუდუმექეთი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია(ა. ციმაკურიძის კლასი) 1945 წელს. 1945–1952 წლებში ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1952 წლიდან მოღვაწეობდა სოხუმში, იქ დააარსა სამხატვრო სტუდია, 1955 წელს კი – სამხატვრო სკოლა(მოგვიანებით, სასწავლებელიც), რომელსაც ხელმძღვანელობდა 1978 წლამდე. ნიკოლოზ თაბუკაშვილის შემოქმედების ძირითადი თემაა ბუნება(იმერეთის, ქართლის, აფხაზეთის პეიზაჟები). იგი ქართული დაზგური ფერწერის რეალისტური ტრადიციების ერთგული იყო. 1965–1975 წლებში სოხუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, გარდაცვალების შემდეგ თბილისშიც. 1993 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ნიკოლოზ თაბუკაშვილის, მისი მოწაფეების, აფხაზეთის მხატვრების გამოფენა. ნიკოლოზ თაბუკაშვილის ნამუშევრები ინახება აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში(მოსკოვი) და კერძო კოლექციებში. დაწესებულია ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია. ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.417 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |