The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შიო ჩირაძე

Date of birth:23 September, 1908  (116 years)
Date of death:19??
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ცეკვა შეისწავლა ქუთაისის ცეკვის სტუდიაში, თბილისში გადმოსვლის შემდეგ – ა. ალექსიძის(სონღულაშვილი) სტუდიაში; 1928 წელს ჩაირიცხა მოცეკვავედ ქართლ–კახური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში(ლოტბარი მ. თარხნიშვილი); 1930 წელს მოღვაწეობდა ფოთში; 1933 წელს თბილისში, აკ. ფაღავას მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნების უმაღლესი სკოლის ჯგუფში შედიოდა(ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი), 1935 წელს თბილისის ოპერის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი), რომლის დამთავრების შემდეგ, ამავე თეატრის დასში ირიცხება მოცეკვავე–მსახიობად, სადაც წლების განმავლობაში გამოდიოდა ქართულ საოპერო სპექტაკლებში, ქართულ კლასიკურ ბალეტებში; იყო 1937 წლისა და 1958 წლის საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადების მონაწილე; 1938 წელს თბილისის ოპერის თეატრთან ჩამოყალიბებულ 12–კაციან მოცეკვავეთა ანსამბლთან(ხელმძღვანელი  ი. სუხიშვილი) ერთად, სპექტაკლებში მონაწილეობის პარალელურად, მონაწილეობდა დამოუკიდებელ კონცერტებში ლენინგრადში, პეტერგოფში; მოღვაწეობდა პედაგოგად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 533

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: