| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შიო ჩირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ცეკვა შეისწავლა ქუთაისის ცეკვის სტუდიაში გ. კირტავას ხემძღვანელობით, თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი ალ. ალექსიძის სტუდიაში შედის. 1928 წელს ჩაირიცხა მოცეკვავედ ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ლოტბარ მ. თარხნიშვილის ხელმძღვანელობით. 1930 წელს მან დაამთავრა თბილისის ჰიდროტექნიკუმი და ფოთში დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში ფოთში ხშირად იმართებოდა სპორტული და მხატვრული თვითმოქმედების შეჯიბრება- კონკურსები, ერთ-ერთ ასეთ კონკურსზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის შ. ჩირაძემ ცეკვების შესრულებისათვის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ამის შემდეგ იგი ადგილობრივი დრამატული თეატრის დასში ჩაირიცხა. 1933 წელს თბილისში, პროფესორ აკ. ფაღავას მიერ ჩამოყალიბებული ხელოვნების უმაღლესი სკოლის ჯგუფში შევიდა (ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი). 1935 წელს ფაღავას სასწავლებელი დაიხურა და ჩირაძე თბილისის ოპერის თეატრთან არსებულ სტუდიაში გადავიდა. 1936 წელს სტუდია დამთავრებული ახალგაზრდა შემსრულებელი ამავე თეატრში მიიღეს მოცეკვავე-მსახიობად. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა მოსკოვში გამართულ საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის დეკადაში. 1938 წელს თბილისის ოპერის თეატრთან ჩამოყალიბებულ 12–კაციან მოცეკვავეთა ანსამბლთან (ხელმძღვანელი ი. სუხიშვილი) ერთად, სპექტაკლების პარალელურად, მონაწილეობდა დამოუკიდებელ კონცერტებში ლენინგრადში, პეტერგოფში. მოღვაწეობდა პედაგოგად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამ დროს იგი სტამბის მუშაკთა პროფკავშირების გუნდში მოცეკვავეთა გუნდის ხელმძღვნელი იყო. ომის პერიოდში ჩირაძე აქტიურად მონაწილეობდა მხატვრულ ბრიგადაში, რომელიც კონცერტებს მართავდა ფრონტის წინა ხაზზე. დაჯილდოებულია მრავალი სიგელითა და დიპლომით. ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ადმინისტრაციულ-სამეურნეო აპარატში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი.–თბ.,2015.–გვ.533; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.279-280 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

