შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1975 წელს(საფორტეპიანო), თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1980 წელს(ქართული ენისა და ლიტერატურის და მუსიკის პედაგოგის კვალიფიკაციით). 1997 წლიდან არის მის მიერ დაარსებული ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის გამგე; 1997 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მესამე ასაკი", სადაც განახორციელა 18 პროექტი; თბილისის კონსერვატორიის მუზეუმში მისი თაოსნობით იმართება კონცერტები, საიუბილეო და ხსოვნის საღამოები, ფესტივალები, შეხვედრები; მზადდება კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის ფონდის ელექტრონული ბაზა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 535 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |