The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ზურაბაშვილი

ზურაბ ზურაბაშვილი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს.

1965–1971 წლებში მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1972–1989 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიას, 1984–1996 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქრომატოგრაფიის ცენტრს; 1996 წლიდან არის მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე. ზურაბ ზურაბაშვილის სამეცნიეო შრომები ეხება ფსიქიატრიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია, არის  12 გამოგონების და 6 რაციონალური შეთავაზების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1978). ფსიქიატრი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერება აკადემია , წევრი (2004-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1997-)

გააზიარე: