The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ ქურდიანი

სოლომონ ქურდიანი
Date of birth:6 March, 1867
Date of death:1937  (at 69 years)
Category:Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტი 1900 წელს.

მუშაობდა ამავე ინსტიტუტის მეტყევეობის კათედრის ჯერ ასისტენტად, შემდგეგ - პროფესორად; კითხულობდა დენდროლოგიის კურსს; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების (1918) ერთ-ერთი ინიციატორი და ბოტანიკის კათედრის პროფესორი, ამასთან, 1929 წლიდან საქართველოს ცენტრალურ სატყეოი საცდელ სადგურს განაგებდა; 1930 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსების შემდეგ, ამავე ინსტიტუტის დენდროლოგიის, სატყეო ტაქსაციისა და სატყეო მეურნეობის კათედრის გამგეა; მისი ინიციატივით ამავე ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა ჯერ ამიერკავკასიის(1931), შემდეგ თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი (1933), რომლის დენდროგიისა და ბოტანიკის კათედრას თვითონ ჩაუდგა სათავეში; მისი მეცნიერული ნაშრომები ეხება ტყის მერქნიანი ჯიშების ბიოლოგიას, ეკოლოგიას, სახეობათაშორის ჰიბრიდიზაციას, სელექციას. შექმნა დენდროლოგიის, მეტყევეობისა და ტყის ჯიშების სელექციის ქართული ორიგინალური სახელმძღვანელოები. ქართველი მეტყევე-სელექციონერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1914). 1937 წელს იგი "ხალხის მტრად" გამოცხადდა, დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, მისი შრომები გაანადგურეს და დახვრიტეს. დღესაც უცნობია მისი საფლავი. რეაბილიტირებული 1956 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.575

Bibliography


Share: