Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ურატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ოზურგეთის მაზრა. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში; 1900-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობდა გურიაში და მუშაობდა სახალხო მასწავლებლად ლანჩხუთის სკოლაში; პარალელურად ჩართული იყო რევოლუციურ მოძრაობაში; მუშაობდა ბათუმში, ქუთაისში, თბილისში; თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქუთაისის კომიტეტის ორგანოს გაზეთი "სოციალ-დემოკრატის" რედაქტორ-გამომცემელი (1917); 1917 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი მენშევიკებისაგან. ამიერკავკასიის სეიმის წევრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921) მენშევიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავჯდომარე; 1919 წელს მენშევიკებისაგან არჩეული იყო საქართველოში დამფუძნებელი კრების წევრად; რედაქტორობდა მენშევიკური პარტიის ცენტრალური ორგანოს - გაზეთ "ერთობას"; 1920 წლის 7 და 12 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა საქართველოსა და რსფსრ-ს შორის დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას და დამატებით შეთანხმებას; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა; იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; ეწეოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდას; ბოლო წლებში ჟურნალ "ჩვენი დროშის" (გამოდიოდა პარიზში) რედაქტორი იყო; 1929-1936წწ. რედაქტორობდა ქართული პოლიტიკური პარტიების "ერთიანი ფრონტის" პერიოდულ ორგანოს - გაზეთ "დამოუკიდებელ საქართველოს". გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი საქართველოში სოციალისტური მოძრაობის და საზოგადოებრივი პროცესების განვითარების ისტორიის შესახებ. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, მენშევიკი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.170; საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.382; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |