Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჩირინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(ჰობოი), 1981 წელს(საკომპოზიციო). 1974–1976წწ. იყო საქტელერადიო ორკესტრის, 1976–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და თბილისის მუსკომედიის თეატრის ორკესტრის ჰობოისტი; 1986 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში; 1986–1991წწ. "სოიუზმულტფილმის" მთავარი მუსიკლაური რედაქტორი; 1991–1998წწ. მოსკოვში ქართული კულტურის ცენტრის "მზიური" ხელმძღვანელი, მოსკოვის ეთნოკულტურული მიმართულების(ქართული) ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის(N1331) მუსიკალური ხელმძღვანელი; წლების მანძილზე ხალხური სიმღერის ანსამბლ "ლომისის" და ვოკალურ–ჯაზური კვარტეტის "ჯორჯიას" ხელმძღვანელი, რომელთა რეპერტუარში შედიოდა ჯაზური მუსიკის მსოფლიო კლასიკა, მისი ორიგინალური ნაწარმოებები და არანჟირებები; ეს კოლექტივები მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია(მოსკოვი, პეტერბურგი, მინსკი, კიევი, ვარშავა, კრაკოვი); თხზულებები: კონცერტი–ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1988, პირველი შესრულება), სიუიტა სასულე საკრავთა კვინტეტისათვის(1988, პირველი შესრულება), კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, საბავშვო საგუნდო ნაწარმოებები, მათ შორის: ციკლი "წელიწადის დრონი", კანტატა ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის, კამერულ–ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოებები; მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, მათ შორის: "მოცარტი და სალიერი", "Женщина с моря"("МХАТ", მოსკოვის სამხატვრო თეატრი), "Страсти черноморья"(მოსკოვის სატირის თეატრი), "Сказки на всякий случай", "Оловянные солдатики"(მოსკოვის მოზარდმაყურებელთა თეატრი), "Синяя птица"(ნოვოსიბირსკის დრამატული თეატრი), "Лягушонок"(ობრაზცოვის თოჯინების თეატრი); მუსიკა მულტფილმებისათვის: (20–ზე მეტი), მათ შორის: "Поединок", "Утро попугая Кеши", "Однажды", "Дочь великана", "Праздник", "Сундук", "Белый домик"; საესტრადო სიმღერები; შემსრულებელი, ვოკალურ–ჯაზური არანჟირებების ავტორი; კომპოზიტორ მ. ჩირინაშვილის ვაჟიშვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 534 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |