The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ურუშაძე

Date of birth:27 October, 1918  (104 years)
Date of death:19??
Category:Literary scholar, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.

1943 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1968 წლიდან იყო კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა ბერძნულ-ქართული კულტურულლიტერატურული და ენობრივი ურთიერთობის საკითხებს; ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა კლასიკური ფილოლოგიის დარგში: "ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებებში" (1964), "ქართული კულტურის კერა ბულგარეთში" (1969), "ბერძნულ-რომაული და ქართული მეტრიკის საკითხები" (1980). მასვე ეკუთვნის ბერძნულ-ლათინურენოვან ავტორთა თხზულებების თარგმანები გამოკვლევებითა და კომენტარებით: აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკა" (1948; 1970), პლუტარქეს "რჩეული პარალელური ბიოგრაფიები" (I, 1987, 1974), ქსენოფონტის "მოგონებები სოკრატეზე" და "სოკრატეს აპოლოგია" (1973), ჰორაციუსის "პოეტური ხელოვნებისათვის" (1981) და სხვა. მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.182

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1965-)

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: