შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვენერა ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. პირველი მხატვრული თარგმანები ინგლისურ ენაზე (მათ შორის ნ. ბარათაშვილის "მერანი") 1945 წელს გამოაქვეყნა მოსკოვის გაზეთ "მოსკოუ ნიუზში". მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პირველი პოეტური თარგმანი ინგლისურ ენაზე (1968, 1971, 1979). მისი თარგმანებით გაიცნო ინგლისურ ენაზე მკითხველმა საზოგადოებამ ქართული კლასიკური თუ თანამედროვე პოეზიისა და პროზის მრავალი ნიმუში. ძირითადი გამოცემები: "ქართული პოეზიის ანთოლოგია" (1948, 1958), ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული "მინდია" (1964, 1966), შოთა რუსთაველის აფორიზმები (1983) და სხვა. შეადგინა ინგლისური ენის სახელმძღვანელო და ქრესტომათია (1963, 1974). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |