შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარნავაზ I (მეფე)![]()
ბიოგრაფიაქართლის (იბერიის) სამეფოს პირველი მეფე და ფარნავაზიანთა სამეფოს დინასტიის დამაარსებელი, ქართლის ტომის ბელადის, სამარა მცხეთელი მამასახლისის ძმისწული. მეფობდა ძ. წ. IV ს. მიწურულსა და III ს. I ნახევარში. ქართლის ცხოვრების თანახმად მან შექმნა ქართული დამწერლობა. მისი ცხოვრების გადმოცემისას ძველი ქართველი მემატიანე მოგვითხრობს ნადირობაზე, რომლის სიუჟეტი თავისი ძირებით აშკარად უკავშირდება ცნობილ ქართულ ლეგენდებს თბილისის დაარსებაზე; "ცხოვრება ფარნავაზისის" მიხედვით, ნადირობის დროს მან დიღმის ველზე გამოსდევნებია ირემს, მათ კი თბილისის ხევღელეებისაკენ უქნიათ პირი ("ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა"); მისდია ბოლომდე, სტყორცნა და ერთ მათგანს მოახვედრა ისარი. დაჭრილმა ირემმა ცოტა კიდევ გაირბინა და კლდის ძირას დაეცა. ამასობაში დაღამდა და წვიმაც წამოვიდა. თავშესაფრის ძებნაში იქვე, კლდის ძირას, სადაც ირემი დაეცა შეამჩნია ქვებით ამოქოლილი გამოქვაბული, ჩუგლუგით გამოარღვია დახშული კარი და შიგ შევიდა. გასაშრობად შესულს გამოქვაბულში ოქროსა და ვერცხლის აურაცხელი განძი დახვდა, რომელიც მან შემდეგ ქართლში დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად გამოიყენა; ამ საინტერესო გადმოცემაში ყურადღებას იქცევს თბილისის მოხსენიება ესოდენ ადრეული ხანისათვის (ძ.წ. IV-IIIსს.); სიმბოლურია, აგრეთვე, თბილისთან დიდი განძის აღმოჩენაზე საუბარიც, რაც კარგად ეხმაურება ჩვენი დედაქალაქის ტერიტორიაზე მოპოვებულ მდიდარ არქეოლოგიურ მასალას და არაპირდაპირ მიგვანიშნებს თბილისის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ადრეულ ხანიდანვე; თბილისში, ქეთევან წამებულის პროსპექტზე დგას მისი ძეგლი, არის ფარნავაზ მეფის პროსპექტი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.866; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |