Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მაღულარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1945–1948წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1948 წელს სტალინური პოლიტიკის კრიტიკის გამო 22 წლისა დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. რვა წელი დაყო სპეც. ბანაკში. 1956 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე, შემდგომ – პრორექტორის თანაშემწედ სამეცნიერო დარგში, ჟურნალ "ხელოვნებაში" თეატრის განყოფილების გამგედ. პირველი მოთხრობა 1968 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი, ისტორიულ მოთხრობათა კრებული "მეამბოხენი"(1973). მასვე ეკუთვნის მითოლოგიური რომანი "ცეცხლი ცისა და მიწისა"(1975), მოთხრობები: "და განიყვნეს სამოსელი მისი"(1970), "ძაფზე ჩამოკიდებული ფიფქები"(1977), "დესპანი"(1979), ესსე "ომარ ხაიამი"(1977) და სხვა. თარგმნა ძველი ეგვიპტური მითები, ფრანგ მწერალთა მოთხრობები და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.507; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 592 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |