The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მაღულარია

გივი მაღულარია
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1995  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

პირველი მოთხრობა 1968 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი, ისტორიულ მოთხრობათა კრებული "მეამბოხენი"(1973). მასვე ეკუთვნის მითოლოგიური რომანი "ცეცხლი ცისა და მიწისა"(1975), მოთხრობები: "და განიყვნეს სამოსელი მისი"(1970), "ძაფზე ჩამოკიდებული ფიფქები"(1977), "დესპანი"(1979), ესსე "ომარ ხაიამი"(1977) და სხვა. თარგმნა ძველი ეგვიპტური მითები, ფრანგ მწერალთა მოთხრობები და სხვ.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.507 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: