Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ფარულავა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს. 1956 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში; ნამუშევრები თბილისში: ვ. კანკავას (1974, სახლი-მემორიალი), ვ. ასათიანის (1984, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტი), ნ. ანთელავას (I საავადმყოფო), ს. ქობულაძის (1987, გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო), კ. კალაძის (1988, სახლ-მუზეუმი), ა. წულუკიძის (1989), ს. არშბას (ორივე - უროლოგიის ცენტრი), ო. ღუდუშაურის (1999, ტრავმატოლოგიის ინსტიტუტი), ი. გოგებაშვილი (ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი),ნ. სულხანიშვილის, შ. ამირანაშვილის, ბ. კრავეიშვილის, დ. გამრეკელის, ი. შუშანიას, ე. თაყაიშვილის, დ არაყიშვილის (დიდუბის პანთეონში), შ. ნუცუბიძის, გ. ახვლედიანის (თსუ ეზო-სავანეში), ა. თვალჭრელიძის, გ. ხაჭაპურიძის, ო. ჩეჩელაშვილის, ს. ხაბეიშვილის (ვაკის სასაფლაოზე) და სხვა ბიუსტები; დაზგური ქანდაკება: "ბ. პაიჭაძე" (ბრინჯაო, 1960), "რ. აბაშიძე" (მარმარილო, 1967), "შოთა რუსთაველი" (მარმარილო, 1968), "პეტრე ბაგრატიონი" (თაბაშირი, 1970); სკულპტურული კომპოზიცია "მწუხარე პოლიციელი" (ბრინჯაო, 1998; პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზო); ავტორია მემორიალური დაფებისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სკულპტორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.866 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |