Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ფაჩუაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965 წლიდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასშია; მის მიერ შესრულებული სახეები გამოირჩევა გულწრფელობით, უშუალობით და მხატვრული ზომიერების გრძნობით; მნიშვნელოვანი როლები: ევა (ი. შტოკის "ღვთაებრივი კომედია"), მზია (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), პოლი პიჩემი (ბ. ბრეხტის "სამროშიანი ოპერა"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ანისია (ლ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), ადელა (ფ. გარსია ლორკას "ბერნერდა ალბას სახლი"), არიცია (ჯ. რასინის "ფედრა"), ლედი ანა (უ. შექსპირის "რიჩარდ III"), ნადეჟდა კრუპსკაია (გ. შატროვის "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), მარიამი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანის სიკვდილი"), იამზე (თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი"), ტამორა (უ. შექსპირის "ტიტუს ანდრონიკუსი"), ლიზიკო (თ.ჭილაძის "ნახვის დღე"), ალისა (ი. სტრინდბერგის "სიკვდილის როკვა"), მაია (ლ. ქიაჩელის "თავადის ქალი მაია", ამ სპექტაკლში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის დაჯილდოვდა პრემიით) და სხვა; მონაწილეობდა ტელედადგმაში "ჯაყოს ხიზნები" (მარგო) და ტელესერიალში "წვრილვარსკვლავთა ღამე" (ვენერა) და სხვა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.867; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199; რუსთაველის ეროვნული თეატრი: rustavelitheatre.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |