Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, 1950 წელს. 1955-1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის დოცენტი, შემდეგ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ცენტრალური ადგილი მის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის შესწავლას ეჭირა. მის მიერ შექმნილმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიებმა: "სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში" (თამას გამყრელიძესთან ერთად) და "საერთო-ქართული კონსონანტური სისტემა", ავტორს საბოლოოდ მოუხვეჭა ქართველური ენების გამოჩენილი მკვლევარის სახელი, მის სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ცენტრალური ადგილი ეკავა იბერიულ-კავკასიური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს, აგრეთვე ზოგადი ენათმეცნიერულ პრობლემატიკას. ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.514; geonecropol.com; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.606 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |