| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1950 წელს. 1955-1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის დოცენტი, შემდეგ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების სტრუქტურასა და ისტორიულ საკითხებს, ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემებს. მის მიერ შექმნილმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიებმა: "სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში" (თამაზ გამყრელიძესთან ერთად) და "საერთო-ქართული კონსონანტური სისტემა", ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. იგი სისტემატურად მონაწილეობდა საკავშირო კონფერენციებსა და საერთაშორისო კონგრესებში. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ქართველური ენების გამოჩენილი მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.514; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.606; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.270; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

