Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვოვა მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1926 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმში თანამშრომლობდა ქართულ საფრონტო გაზეთებში. იყო ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი (1948-დან), სკკპ ისტორიის კათედრის გამგე (1948-1950წწ). კინემატოგრაფიის მინისტრი, კინოსტუდიის დირექტორი და სხვა. პირველი წერილი 1924 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ტანა-ტუვაში" 1928 წელს (თანაავტორი ს. ტრეტიაკოვი). ავტორია მონოგრაფიისა "მარქსისტულ-ლენინური პროგრამის გამომუშავების ისტორიიდან" (1960), მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956). ცნობილი ქართველი მსახიობის შურა (ალექსანდრა) თოიძის მეუღლე და ენათმეცნიერ მაია მაჭავარიანის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.514; pia.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 607 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |