The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო მაჭარაშვილი

კარლო მაჭარაშვილი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 2007  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1951 წელს.

 1960-1973წწ. მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური მეცნიერების ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1973-1977წწ. საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მოადგილედ. 1977 წლიდან ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. იგი იკვლევდა რუსული ენის სწავლებისა და აღზრდის საერთო პრობლემებს. მეთოდისტი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.514;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 74-75; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 612

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • შრომის ვეტერანი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • მედალი "მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: