შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნეოფიტე აგლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ამბროლაურის რაიონი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში. 1912 წელს გახსნა საკუთარი სახელოსნო; 1945-1953წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის (ქვის კვეთა) და სამხატვრო-სამშენებლო სახელოსნო სასწავლებლის (ამჟამად თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი) პედაგოგი; მუშაობდა ვლადიმერ, ნიკო და ლავრენტი აგლაძეებთან ერთად; მონაწილეობდა ქაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის და სხვა არქიტექტურულ ნაგებობათა მხატვრულ გაფორმებაში; შეაკეთა სვეტიცხოვლის კარნიზები და ქვის სახურავი; ქვაში გამოკვეთა ქართველ მოქანდაკეთა მრავალი სკულპტურული ნამუშევარი; ხელი შეუწყო ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრული ჩუქურთმის გაცოცხლებას თანამედროვე ეროვნულ არქიტექტურაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1.-თბ.,1975.-გვ.59; facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |