The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლავრენტი აგლაძე

Date of birth:1884
Date of death:1958  (at 74 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარი, ონის რაიონი.

1897-1901წწ. სწავლობდა ბაქოში იტალიელ ოსტატ ფრანზის სახელოსნოში; 1913 წლამდე იქვე მუშაობდა. მონაწილეობდა საზოგადოებრივ და კერძო ნაგებობათა ფასადების მხატვრულად გაფორმებაში (ბაქოს რეალური სასწავლებელი, 1905 და სხვ.); 1913 წლიდან მუშაობდა თბილისში ნეოფიტე აგლაძის სახელოსნოში; მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), სასტუმრო "მაჟესტიკის" (ამჟამად "თბილისი"), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგურის, კინოთეატრ "რუსთაველის", ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მხატვრულ გაფორმებაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 58, თბ., 1975


Share: