შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ფავლენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1940-1941წწ. და 1945-1946წწ. მუშაობდა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგედ, 1941-1945წწ. იქვე ევაკოჰოსპიტლის მთავარ ქირურგად. 1946-1962წწ. და 1964-1973წწ. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1973 წლიდან კონსულტანტი. შეისწავლიდა სახსრების ათაშანგს, სიმსივნეთა შედარებით პათოლოგიას, ცეცხლმსროლელი იარაღით გამოწვეულ ოსტეომიელიტს. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის მეთოდურ მუშაობას რესპუბლიკის მასშტაბით ტრავმატოლოგიური სამსახურის ორგანიზაციის საქმეში და სხვა. ექიმი-ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.207 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |