Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თადეოზ სტეფანწმინდელი![]()
Biographyთადეოზ სტეფანწმინდელი, თათა სტეფანწმინდელი, ერთერთი ასურელი მამა. ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთის მღვიმეში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი, სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმინდა სტეფანეს ეკლესიის აშენება. შერაცხილია წმინდანად. წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელი მოიხსენიება 7(20) მაისს ღირს იოანე ზედაზნელსა და მის ათორმეტ მოწაფეთა შორის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.420
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |