შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ თადუმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნჯულაური, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ზოგადტექნიკური ფაკულტეტი 1968 წელს. თბილისის საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის საავიაციო გაერთიანებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო პირველი კატეგორიის ენერგოავიაკონსტრუქტორი, 2002–2006 წლებში გაერთიანების ეკონომიკის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის მეთოდებისა და საშუალებების კვლევის, შექმნისა და დანერგვისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად 1975 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 2007 წლიდან იყო თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის უფროსი ინჟინერ-დეფექტოსკოპისტი. აქვს მრავალი გამოგონება. მათ შორის УГД- უნივერსალური დისტანციური მართვის დანადგარი და СТDM- სატელევიზიო სტერეოდეფექტოსკოპი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), ინჟინერელექტრიკოსი, გამომგონებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.420 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |