შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მესტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს. 1938-1968წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე; 1943 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი კლინიკური საავადმყოფო, რომლის მთავარი ექიმი თვითონ იყო (1950 წლამდე); შეისწავლიდა ფილტვის კავერნის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; ტუბერკულოზისა და მალარიის ურთიერთგავლენას; ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობას ხელოვნური პნევმოთორაქსით; პირველად საქართველოში შეისწავლა ტუბერკულოზის მიკრობაქტერიების წამლების მიმართ რეზისტენტობის ბიოლოგიური თვისებები; ტუბერკულოზური პროცესის ადრეული გამოვლინებანი; შემოიღო "მანტუს გრადუირებული სინჯის" მეთოდი და სხვა; შეადგინა სახელმძღვანელო "ტუბერკულოზი" (1949); ფთიზიატრი, მეცნიერული და პრაქტიკული ფთიზიატრიის ერთ-რთი ფუძემდებელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.870 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |