Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაშა მესხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი. დაამთარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1967 წელს. 1972-1985წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1985-1990წწ. იყო სსრკ სტატსახკომის აღრისხვისა და სტატისტიკის დარგთაშორისი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, 1990 წელს - კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკის ეკონომიკის ინსტიტუტის, 1991 წელს - საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ეკონომიკის და ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992 წლიდან კი მისი ინიციატივით დაარსებული ფინანსებისა და სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (რომელიც 1996 წლიდან გარდაიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ფინანსთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად) დირექტორი. 2004-2005 წწ. ჟურნალ "გადასახადების", მთავარი რედაქტორი; 2005-2006 წწ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2006-2007 წწ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; თბილისის საფინანსო-ეკონომიკური აკადემიის რექტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე. ინჟინერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1987). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.872; iverioni.com.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.188; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.233 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |