Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ჩხენკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ლენინგრადის საგუნდო სასწავლებელი 1972 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს. 1976–1983წწ. იყო საქართველოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის ქორმაისტერი; 1983 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორმაისტერი, მთავარი ქორმაისტერი, სამხატვრო ხელმძღვანელი; პარალელურად, 1994–2004წწ. ბათუმის ოპერის თეატრის ქორმაისტერი, მთავარი ქორმაისტერი, სამხატვრო ხელმძღვანელი; პარალელურად, 2004–წლამდე ბათუმის სახელმწიფო კაპელის ქორმაისტერი; რეპერტუარი: 30–ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის ქართული ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"(1986, თბილისი, 1994, ბათუმი, პრემიერები), "დაისი", "ლატავრა", გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"(1984), ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"(1986), რ. ლაღიძე "ლელა"(1994), ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "პირველი სიყვარული", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"(2005, ბათუმი), გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"(2011); სხვა რეპერტუარი: ვერდი "აიდა"(1994, ბათუმი), "ოტელო"(1995, ბათუმი), "ტრავიატა", "ტრუბადური", "დონ კარლოსი", ბიზე "კარმენი", დინიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული"(1985, თბილისი), "დუენია"(1989, თბილისი), "ცეცხლოვანი ანგელოზი"(1990, თბილისი); გასტროლები: დუისბურგი(1989), ბუსეტო(1990), მალტა(1993) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად; ქორმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 540 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |