Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია ჩხიკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სემინარია 1884 წელს(საგუნდო სიმღერა, მუსიკის თეორია). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თელავში(საგუნდო სიმღერა, ქართული ლიტერატურა); აგროვებდა ხალხურ სიმღერებს, საგალობლებს(200–მდე); ეს ჩანაწერები შევიდა ლ. აღნიაშვილის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის რეპერტუარში;1913–1919წწ. იყო ქართული ფილარმონიის გუნდის ლოტბარი; 1919–1925წწ. სიღნაღსა და თელავში მის მიერვე დაარსებული მუსიკალური სკოლების პედაგოგი(თეორიული საგნები, მუსიკის ისტორია) და 1922 წლამდე დირექტორი; თელავსა და სიღნაღში იყო ძეგლთა დაცვის განყოფილების გამგე; 1925–1939წწ. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას საქართველოს ხელოვნების მუზეუმში; გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიმღერების კრებული "სალამური"(1896, თბილისი); იყო სასულიერო კონცერტების ორგანიზატორი; მოწაფეები: ნ. სულხანიშვილი, ვ. სარაჯიშვილი; ფოლკლორისტ და პედაგოგ გრ. ჩხიკვაძის მამა; ლოტბარი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 541 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |