Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ფოგელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბუინაკსკი, დაღესტანი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია (ოჯახი 1878 წლიდან თბილისში ცხოვრობდა). 1891 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1896-1997წწ. სწავლობდა პარიზის ჟიულიენის აკადემიაში; 1897-1902წწ. - პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მუდმივი მონაწილე იყო აქ მოწყობილი ყველა სამხატვრო გამოფენისა; დ. გველესიანთან და ა. ციმაკურიძესთან ერთად თბილისის კომუნალურ მუზეუმში მოწყობილი გამოფენისათვის 1925 წელს შექმნა ძველი თბილისის ამსახველი დიდი სერია, 1928 - იმავე მუზეუმის გამოფენისათვის - "ახალი თბილისი"; იყო 1927 წელს დაარსებული ქართველ მხატვართა გაერთიანების "რევმასის" ("რევოლუციურ მხატვართა ასოციაციის") წევრი; დიდ დროს უთმობდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც; თავდაპირველად მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის ქალთა I გიმნაზიაში; 1902 წლიდან "ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელ კავკასიის საზოგადოებასთან" არსებულ სამხატვრო სკოლაში; 1911-1914წწ. ფერწერას და ხატვას ასწავლიდა ნ. სკლიფოსოვსკის "ხატვისა და ფერწერის კურსებზე" (სადაც არაერთი ქართველი მხატვარი აღიზარდა), აგრეთვე თბილისის სომეხ მხატვართა საზოგადოების "აიარტუნის" სამხატვრო სტუდიაში (თვითონაც მოინაწილეობდა ამ საზოგადოების მიერ ორგანიზებულ გამოფენებში); 1934 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), მაგრამ საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია; მისი ნამუშევრები დაცულია ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში და მრავალ კერძო კოლექციაში. ფერმწერი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.874; http://ru.wikipedia.org/wiki/Фогель,_Борис_Александрович Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |