The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო კანდელაკი

სანდრო კანდელაკი
Legal name:ალექსანდრე კანდელაკი
Other name:სანდრო
Date of birth:6 October, 1893
Date of death:21 October, 1959  (at 66 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნიჩბისი, მცხეთის რაიონი.

ყმაწვილობაში მოჯამაგირე  იყო, შემდეგ მებორნედ მუშაობდა მდინარე ქსანზე. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში მუშაობდა რკინიგზაზე, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას "ქართველი გოლიათი" უწოდა. იგი სიმაღლით დაახლოებით ორი მეტრი იყო და 170 კილოგრამს იწონიდა. თბილისში, ესიკოვსკის ცირკში, რეგულარული ჭიდაობა 1921 წლიდან დაიწყო. ა. კანდელაკს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის: თ. კოჟემიაკინი, ი. ზაიკინი, პ. ზაგორუიკო და სხვ. აღსანიშნავია ალექსანდრე კანდელაკისა და ივანე პოდუბნის შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ბაქოში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში კანდელაკმა გაიმარჯვა. 1921-1930 წლებში კანდელაკი უფრო კლასიკურ ჭიდაობას  მისდევდა და, თუმცა კლასიკური ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში: "ჯანყი გურიაში", "ხანუმა", "უკანასკნელი ჯვაროსნები, "ქაჯანა", "გიორგი სააკაძე. 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა კანდელაკის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი). ქართველი ფალავანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 364; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 509-510

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: