Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლარისა ჩხიკვიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1972 წელს. პედაგოგის კვალიფიკაცია მიიღო ნ. ზოლოტოვას, ნ. სილვანოვიჩის ხელმძღვანელობით; 1972 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1995 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; ქართული რეპერტუარი: ნიმფა (ს. ცინცაძე "ანტიკური ესკიზები"), ზაფხული (ვივალდი "წელიწადის დრონი"), დუეტი ("თემა ვარიაციებით"); სხვა რეპერტუარი: ლიზა (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ჟიზელი, პა–დე–ტრუა (ადანი "ჟიზელი"), ჩელიტა, მეგობარი, ნიკია (მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), პა–დე–ტრუა, მაშა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), პასკუალა (კრეინი "ლაურენსია"), ოცნება (გერშვინი–ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), შეჰერეზადა (რიმსკი–კორსაკოვი "ათას ერთი ღამე"), მუმე (ხაჩატურიანი "გაიანე"), პა–დე–დე(ჩაიკოვსკი–ბალანჩინი), სოლო (ბალანჩინი "სერენადა"), პა–დე–კატრ (პუნი), ადაჯიო ("სიმფონიური ცეკვები"), სოლო (მოცარტი "სამშვენისები"), პრელუდი, ვალსი N7 (შოპენი "შოპენიანა"); გასტროლები: იაპონია, ესპანეთი, საფრანგეთი, მალტა, თურქეთი, ვიეტნამი (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად). 2055 წელს მიენიჭა საქართველოს "საუკეთესო პედაგოგის" წოდება. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 542; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.324 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |