Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ თავართქილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვენობანი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს. 1939 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის კურსების დამთავრების შემდგომ დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში ერთერთი დივიზიის ოპერატიული ნაწილის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მეთაურობდა 76-ე მსროლელ დივიზიას (1942 წლიდან–51-ე გვარდიის მსროლელი დივიზია), 1943–1945 წლებში 23-ე გვარდიის მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა სტალინგრადის, ორიოლ-კურსკის ბრძოლებში, იბრძოდა უკრაინის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის. 1945 წლიდან იყო საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაური. 1954 წელს დაამთავრა საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის აკადემიის კურსები. 1958 წლიდან თადარიგში იყო. ნიკოლოზ თავართქილაძე არის ომის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებისა და კინოსცენარების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1942). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.425 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |