The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამბროსი თავაძე

დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1961  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სამტრედიის გიმნაზია 1921 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის განყოფილება 1926 წელს.

1926–1931 წლებში მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, 1931–1938 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1958 წლიდან პროფესორი. 1944 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 1945-1953 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ესთეტიკა და ესთეტიკის ისტორია, რელიგიის ფილოსოფია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1955). პროფესორი (1958).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.426

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: