შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ფანჩულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს. 1942 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფრანგულ და დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, საქართველოს კპ ცკ-ის მხატვრული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კინოს სექტორის გამგედ. ეკუთვნის ნაშრომები: "წერილები ლიტერატურაზე" (1950), "ვიქტორ ჰიუგო" (1951), "ფრანგი მწერლები" (1960), "ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის" (1969), "ნარკვევები ფრანგული ლიტერატურის ისტორიიდან (1974), "აკაკი წერეთელი საფრანგეთში" (1980) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1970). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.218 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |