Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1990 წელს (რ. სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო). 1999–2000 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ხოლო 2001–2006 წლებში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი, 2006–2013 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გიორგი თავაძის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში: ი. სამსონაძის "იქ სადაც ღვარად მოედინება" და "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე სპექტაკლის დადგმა ბათუმის თეატრში აღინიშნა წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომით), თ. ჭილაძის "ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად), ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში - ვ. სიხარულიძის "გარეუბნის მარტოსახლი", სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთერთი დამფუძნებელიცაა) - ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი", ბათუმის დრამატულ თეატრში – ი. სამსონაძის "საღამოს ბაღში, როგორც სიზმარში", თ. ჭილაძის "ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო" (ვ. ბერიძესთან ერთად). ბათუმის მუსიკალური ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა საოპერო თეატრში დადგა საოპერო სპექტაკლი ვ. ბელინის "მონტეგები და კაპულეტები". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.426 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |