The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ცარგუში

ვასილ ცარგუში
Date of birth:1938  (86 years)
Category:Conductor, Composer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აჭანდარა, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1963 წელს(საგუნდო–სადირიჟორო), სწავლობდა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში(საგუნდო–სადირიჟორო).

მუშაობდა მხატვრული თვითმოქმედების, სარაიონო კულტურის სახლების კოლექტივებსა და სკოლის გუნდებში; 1958–1962წწ. იყო სოფელ აჭანდარას, 1962–1963წწ. სოხუმის ნესტორ ლაკობას სახელობის სკოლის გუნდების ლოტბარი; 1963 წლიდან აფხაზეთის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ჯერ დირიჟორ–ქორმაისტერი, 1968 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი, 1977–1981წწ. ლოტბარი; იყო აფხაზეთის ფილარმონიის დირექტორი; თხზულებები: კანტატები – "ეფრებ ეშბა", "ოქტომბერი"; სიმღერები: "აფსნი", "ლენინზე", "კომკავშირლებო, წინ", "კავკასიის დამცველებს", "დაგეძებ", "სიმღერა მეგობრობაზე"; აფხაზური ხალხური სიმღერების გადამუშავება: "კურიჩის ქალიშვილი", "სიმღერა დაჭრილზე", "მხედრული", "დალსკის ახალგაზრდული", "ჩლოუს შრომითი", "ფშკიაჩ–იპა–მანჩა", "ნანიკარა"; აფხაზი ქორმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 544

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - აფხაზეთის სახალხო არტისტი
  • 1971 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: