შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1948 წელს. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1970 წლიდან - პროფესორი); იყო სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი სახელოსნოს დაარსების (1957) ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი; ნამუშევრები: რელიეფიური პანო "უხვი მოსავლის ოსტატები" (1953; ქაშანური, სურათების ეროვნული გალერეა), შადრევანი "სამაია" (თანაავტორები ნ. ალექსიძე, თ. ჭყონია, ბრინჯაო, 1958, სკვერი შოთა რუსთაველის სახ. მოედანთან), "ხალხური" (დოქი ჭიქით, 1963), "ჩიტი" (დოქი ფიალით, 1964, ორივე - თიხა, შავკრიალა, კუსკოვის კერამიკის მუზეუმი, მოსკოვი) და სხვა; მხატვარ-კერამიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.883-884 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |