შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ცერიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საგუნდო - სადირიჟორო სპეციალობით 1979 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია სპეციალობა - ვოკალური, სოლო სიმღერა 1991 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის ასპირანტურა სოლო სიმღერის სპეციალობით 1995 წელს. 1975–1982წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის სოლისტი(ტენორი); 1982–1999წწ. საქართველოს სახელმწიფო კაპელის მთავარი ქორმაისტერი, 1987 წლიდან უმაღლესი კატეგორიის დირიჟორი; 1998 წლიდან ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(დირიჟორობა), 2003 წლიდან დოცენტი, 2010 წლიდან სრული პროფესორი; 2000–2006წწ. ბათუმის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; გასტროლები: სსრკ, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, საბერძნეთი. აკადემიური გუნდის დირიჟორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 545; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |